96 წლის მუნთეა გობაძემ კორონავირუსი დაამარცხა. პაციენტი საერთაშორისო ჰოსპიტალის კოვიდცენტრში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
„შემოყვანისას მას აღენიშნებოდა პნევმონია გართულებით – სუნთქვის მწვავე უკმარისობით; ასევე თანმდევი დაავადებები ჰქონდა: გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი. ჩვენი მედიკოსების დახმარებით უხუცესმა ქალბატონმა ვირუსი დაამარცხა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კოვიდცენტრიდანაც უკვე გაეწერა. ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბებოს“- აცხადებენ კლინიკაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











