ხანძარი იყო ბათუმის მუნიციპალიტეში, სოფელ ახალსოფელში, სადაც ხის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხანძარი ლიკვიდირებულია, სამი ჯგუფი მუშაობდა შემთხვევის ადგილზე, არავინ დაშავებულა, დაიწვა საცხოვრებელი სახლი“, – აცხადებენ უწყებაში.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
„სახლისკენ მოვდიოდი და დავინახე კვამლი. კარი გავაღე და შევვარდი, თუმცა, აზრი აღარ ჰქონდა, ყველგან ცეცხლი იყო. რაღაცა დამეცა მხარზე და უკან გამოვვარდი. ვერაფრის გადარჩენა ვერ შევძელი, ყველაფერი დაიწვა“, – აცხადებს დაზარალებული თამილა ჯოყილაძე.
აღნიშნული ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ამ ეტაპზე ოთხსულიანი ოჯახი დროებით ქირით არის გადაყვანილი.
ავტორი; ნაირა ქობულაძე










