აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციას თბილისიდან ჩასული „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა შეუერთდა.
მათ მთავრობის სახლთან „ტაშტი“ მიიტანეს და ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან დატოვეს.
„ჩამოვედით თბილისიდან და ჩამოვუტანეთ „ტაშტი“ თორნიკე რიჟვაძეს, რომ მოიწესრიგოს თავი და გამოვიდეს კაბინეტიდან“, – განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია 33-ე დღეა აქციას მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











