როგორც აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქციები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და არ დაემორჩილებიან საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ რეგულაციებს.
„ჩვენი მოთხოვნები უნდა შესრულდეს, „რუსული ოცნება” უნდა დასრულდეს და ჩვენ ამას შევძლებთ ერთად დგომით. არ დავთმობთ და არ დავიშლებით”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
„საქართველის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება საქართველოში. ის უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, სხვანაირად შეუძლებელია. ქვეყანა მიდის უკან”,- აღნიშნა აქციაზე მყოფმა მურმან დუმბაძე.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ამ წუთებში აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან სცენას ამონტაჟებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











