ბათუმში თამარ მეფის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვრვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებული ქალი და მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „ბაუ“-ში გადაიყვანა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. ამ ეტაპზე თამარ მეფის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია, ისინი
შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.
როგორც კლინიკაში “პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „კლინიკაში შემოსულ პაციენტებს, 45 წლის ქალსა და 38 წლის მამაკაცს უტარდებათ კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია და ყველა სხვა სავალდებულო გამოკვლევა.
ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის და სიციცხლისთვის საშიში ტრავმა არ აქვთ მიღებული. ამ ეტაპზე სხვა დეტალების თქმა არ შეგვიძლია, კვლევები არ დასრულებულა”- აცხადებენ კლინიკაში.
„პრაიმტაიმნიუსი” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











