მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე ავარდა, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები, ექსპერტ კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
როგორც „პრაიმტაიმს“ შს სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.











