ბათუმში, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „კოლიზეუმი”-ს მიმდებარედ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილი სავალი ნაწილიდან მოცურდა, რამდენიმე მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, მოგვიანებით კი, ტროტუარზე გადავიდა და ქვეითად მოსიარულე დააზიანა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.











