ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დედა-შვილი დაშავდა. შემთხვევა მეჯინისწყლის დასახლებაში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.











