ბათუმში შშმ პირი დაიკარგა. მას პოლიცია და ახლობლები ეძებენ.
არასრულწლოვანი თაყაიშილისქუჩაზე მდებარე სახლიდან დღის საათებში გავიდა და მიმდებარე ტერიტორიას გაცდა.
„ახლა ყველგან შეიძლება იყოს. ეძებს პოლიციაც. ღამდება და მისთვის რთული აღმოჩნდება ქუჩაში დარჩენა, თან უამინდობაა. თუ არ დაგეზარებათ და მოძებნით ან თუ გადაგეყრებათ სადმე, აუცილებლად შემატყობინეთ“ , – წერენ სოციალურ ქსელში.











