ბათუმში ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხანძარი გაჩნდა ხოფის ბაზრობაზე მდებარე ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ექვსი ეკიპაჟი მუშაობს. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. სხვა მაღაზიებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია“,- აცხადებენ უწყებაში.
ნახეთ ვიდეო – ხოფის ბაზრობაზე ხანძარია
ავტორი: ნაირა ქობულაძე










