რამდენიმე საათის წინ ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი მოკლეს, ხოლო მეორე – მძიმედ დაჭრეს.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი დაახლოებით, 46 წლისაა, ხოლო დაჭრილი – 44.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამნაშავე დაჭერილი არ არის.
„პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე









