ბათუმში გ. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელისნოში ხანძარი იყო. ცეცხლმა შენობის დიდი ნაწილი, ასევე სახელოსნოში მყოფი გასარემონტებელი ავტომობილები გაანადგურა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
„დაიწვა შენობის დაახლიებით 20-30 კვადრატი. არავინ არ დაშავებულა. შენობის დიდი ნაწილი გადარჩა, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი დილის ექვ საათზე შეამჩნიეს და სახანძროში დარეკეს, თუმცა შენობაში მყოფი ავტომობილებისა და ხელსაწყოების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










