ბათუმში ე.წ ბარცხანის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა. ორ მათგანს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, ხოლო მესამე თავის არეში მიყენებული დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
„პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











