ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ის მკურნალობის კურსს კლინიკა „ბაუ“-ში გადიოდა.
როგორც კლინიკაში „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისას მძიმე იყო.
„კლინიკაში შემოვიდა 12 დეკემბერს, ფილტვების დაზიანება იყო 18-20. აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და 26 დეკემბერს მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. ფილტვების დაზიანების ინდექსი უკვე იყო 24. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს 12 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”- აცხადებენ კლინიკაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











