ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული არასრულწლოვნების რაოდენობა გაიზარდა.
როგორც კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე „პრაიმტაიმთან” აცხადებს ამ ეტაპზე კლინიკაში 32 არასრულწლოვანი გადის მკურნალობის კურსს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„კლინიკაში სულ გვყავს 57 კოვიდდადასტურებული პაციენტი. აქედან 32 არასრულწლოვანია. დაგვემატა ორი არასრულწლოვანი. არასრულწლოვნები ჩვენთან მშობლებთან ერთად იმყოფებიან. გვყავს მცირეწლოვანიც და არასრულწლოვანიც. ყველაზე პატარა პაციენტი 9 თვისაა. საბედნიეროდ, ყველა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორს პნევმონიის მსუბუქი ფორმა აღენიშნება. მაგრამ ძირითადად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა უტარდებათ სტანდარტული მკურნალობა და იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”- აცხადებს ციური აბულაძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











