fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბათუმში, მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს

13:10 მარტი 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.4k
ნახვა

დღეს ბათუმში ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა და არსებული მგზავრობის ტარიფის 20 თეთრით გაზრდა მოითხოვა. ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი 39, 49, 56 და 44  სამარშრუტო ხაზების მძღოლები აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირებამ და ბევრ ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აკრძალვამ მათი ყოველდღიური ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა.

მათივე განცხადებით, ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე, შემდეგ კი მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი მათ დაპირდა პირველ მარტამდე ამ საკითხის განხილვას, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

„ჩვენ ვითხოვთ ტარიფის 20 თეთრით გაძვირებას. დღის განმავლობაში მინიმუმ 50 ლარი საწვავს უნდა,  საგზურის გადასახადი, დღის განმავლობაში ჭამა ხომ გვინდა, მანქანას თავისი ხარჯი აქვს.  რა გვრჩება ჩვენ, სახლში რა წავიღოთ,  ოჯახები რითი ვარჩინოთ?
საგზურის გადასახადი 60 ლარი იყო, 90 გახდა. საწვავის ფასი ყოველ დღე იზრდება , 1.60 იყო და თითქმის სამ ლარამდეა ასული. ამას დაემატა ისიც, რომ ბევრი ქუჩა ცალმხრივი გახდა. ადრე თუ ხელვაჩაურიდან აქ ჩამოსვლამდე გვჭირდებოდა 35-37 წუთი, ახლა გვჭირდება თითქმის საათი და 10 წუთი. რამდენი მგზავრი უნდა გადავიყვანოთ 50 თეთრად, რომ თუნდაც საწვავის ხარჯი დავფაროთ.  მოგება არაფერი არ გვრჩება. ამას ემატება პანდემიის გამო არსებული რეგულაციები, მგზავრის ფეხზე დგომით გადაყვანა არ შეიძლება და არც წინა სავარძელზე განთავსება.  ვითხოვთ, 20 თეთრით მაინც გაიზარდოს მგზავრობის საფასური.  ასე მუშაობას აზრი არ აქვს“, – აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი, მერაბ ბერიძე.

აქციის მონაწილე მძღოლებმა  ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს და მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ. კომპანია „აჭარტრანსრეგულირების“ ინფორმაციით, ტარიფების განსასაზღვრად მათ მიერ დაქირავებული აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილი დასკვნა ბათუმის საკრებულოში გადაგზავნილია და  ტარიფების მატება  თვის ბოლოს მოხდება და სავარაუდოდ,  70-80 თეთრით განისაზღვრება.

„დავიქირავეთ კერძო კომპანია, გაგვიკეთა დასკვნა, საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით ტარიფების შესახებ. მივმართეთ ბათუმის მერიას ამ დასკვნით. 6 გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც ქალაქში ემსახურება საქალაქო მარშუტებს. საკითხზე საკრებულო მსჯელობს და სავარაუდოდ მარტში იქნება ახალი ტარიფები.
განაცხადი თებერვალში შევიდა და სავარაუდოდ თვის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება. აუდიტის დასკვნაში ტარიფი განსაზღვრულია 70-80 თეთრით, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო“, -აცხადებს კომპანია „აჭარტრანსრეგულირების“ წარმომადგენელი.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

თეგები: აქციამიკროავტობუსი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს აქციას გამართავს

დეკემბერი 13, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა? – რატომ აღარ იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები

დეკემბერი 3, 2021
890
საზოგადოება

სუს-თან აქცია „სუს-ტემა“ უნდა დაინგრეს იმართება

ნოემბერი 30, 2021
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია