დღეს ბათუმში ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
“პრაიმტაიმი” დეტალებს შს სამინისტროში აზუსტებს.











