ამ წუთებში ბათუმში მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აქცია 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა და მთავრობის სახლთან, გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს.
პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქ დარჩებიან, სანამ მათ მოთხოვნებზე დადებით პასუხს არ მიიღებენ.
„ეს არის ნერვების ომი, ვინც დიდხანს გაძლებს, ის იქნება გამარჯვებული. ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და გამარჯვება ჩვენს მხარეზეა. აქ ვიდგებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. აქ ვიდგებით კომენდანტის საათის მიუხედავად”- აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები.
შეგახსენებთ, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











