ბათუმში აღმაშენებელის ქუჩაძე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ვიტრაჟი დააზიანეს. როგორც ენმ-ის ერთ- ერთი ლიდერი მირდატ ქამადაძე აცხადებს, მომხდარში მმართველი გუნდის ხელწერა ჩანს.
„გუშინ, როცა აჭარის მთავრობის სახლთან საოროტესტო აქციას ვმართავდით, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს დაესხენ და დააზიანეს შენობის მინები. ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მოხდა. სწორედ ხელისუფლება კრიმინალს ამ მედოთებშიც იყენებს, ვნახეთ არჩევნები როგორც ჩაატარა კრიმინალების ჩართულობით… მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შევატყობინეთ და ფაქტზე გამოძიება დაიწყეს“,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
შშ სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











