ბათუმში საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დასრულდა, ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები დასრულდა.
საძიებო-სამაშველო ოპერაციის დასრულების და მისი შედეგების შესახებ, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ვრცლად ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე პოლიციის შესაბამისი ძალები რჩება, რომელიც ადგილზე უსაფრთხოების ნორმებს გააკონტროლებენ, “- აღნიშნულია ინფორმაციაში.











