დღეს, ბათუმში 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. სასტუმროს შესასვლელთან სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.
„დღეს არის გახსენება იმ ახალგაზრდების, რომლებიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ და რა თქმა უნდა, ეს მოუშუშებელი ტკივილია, როგორც ქალაქისთვის, პირველ რიგში მათი ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 10 საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 20-მდე ადამიანი.
ავტორი: ნაირა ქობულაძე








