ბათუმში სავაჭრო ცენტრ „ნოვას“ მოლარე – ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ბათუმის კოვიდცენტრშია მოთავსებული. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. შენობას დეზინფექცია უტარდება.
ყველა თანამშრომელს კვლევისთვის ნიმუშებს უღებენ. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრი დაკეტილია.
„დღეს ტარდება ტესტირება. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. კომპანია ფუნქციონირებას სავარაუდოდ ზეგ განაახლებს. რაიმე სერიოზულ გართულებებს არ ველოდებით, რადგან კონტაქტები მინიმალურია და უსაფრთხოების ზომები ძალიან მაღალია“- აცხადებენ „ნოვას“ ადმინისტრაციაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











