ბათუმში პუშკინისა და ლორიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ვულკანიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანები აცხადებენ, ორმა პირმა ვულკანიზაციის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
„მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. სროლის ხმაზე გამოვედით. როგორც გავიგე, ვულკანიზაციაში მყოფ მომხმარებელს ესროლესო. არ ვიცი, რამდენად მართალია. მსუბუქი ავტომობილით იყვნენო“, – აცხადებენ თვითმხილველები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











