fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბათუმში, უცნობი პირი სკოლის შენობაში შესვლას ცდილობდა

14:08 თებერვალი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
827
ნახვა

ინციდენტი მოხდა ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, სადაც უცნობი პირი სკოლის შენობაში შესვლას ცდილობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.

როგორც აჭარის რესურსცენტრის დირექტორი გოჩა დავითაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, უცნობი პირი მხოლოდ შესასვლელ კარზე აკაკუნებდა და ძალით შეჭრის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

„შეჭრას ცდილობდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. კარზე აკაკუნებდა. მანდატურმა შენიშვნა მისცა, უთხრა შეეწყვიტა კაკუნი და დაეტოვებინა ტერიტორია, თუმცა არ გაითვალისწინა. მანდატურმა გამოიძახა პოლიცია. სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა. ვინ იყო ეს პიროვნება არ ვიცი. პოლიციამ სკოლის ტერიტორიას განარიდა. შემდეგ რა მოხდა ვერ გეტყვით“, – განაცხადა გოჩა დავითაძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია გამოიძახეს პრევენციის მიზნით.

„შემოვიდა შეტყობინება სკოლიდან, პოლიცია პრევენციის მიზნით გამოიძახეს. დაუყოვნებლივ მივიდნენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ვატარებთ გასაუბრებას აღნიშნულ პიროვნებასთან. თუ კი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, დაუყოვნებლივ მოყვება რეაგირება“, – აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში.

„პრაიმტაიმნიუსმა“ გაარკვია, რომ აღნიშნული პირი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც მესამე საჯარო სკოლაში დაბრუნებას ითხოვდა.

მესამე საჯარო სკოლის დირექტორი იანა ჩადუნელი „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს რომ აღნიშნული პირი მათი ყოფილი მოსწავლეა.

„მანდატური აკონტროლებს სკოლაში შემოსასვლელ პერიმეტრს. უცნობი პირ, რა თქმა უნდა, ვერ შემოვა სკოლის ტერიტორიაზე. პანდემიიდან გამომდინარე, სკოლაში შემოსვლის უფლება მხოლოდ მოსწავლეებსა და თანამშრომლებს აქვთ. აღნიშნული პიროვნება ჩვენი ყოფილი მოსწავლეა, ოთხი წლის წინ გადავიდა სხვა სკოლაში.

დღეს იცოდა ვერ შემოვიდოდა კარიდან და გადმოძვრა ღობეზე. გაკვეთილზე ვიყავი, საკლასო ოთახის ფანჯრები სკოლის ეზოში გადის, დავინახე ბავშვი, პირბადე ეკეთა, ამ დროს მანდატური მიუახლოვდა, მაგრამ არ გაუჩერდა და სკოლის შენობისკენ გამოიქცა. ჩემს გაკვეთილზე სხვა მასწავლებელი შევუშვი და სასწრაფოდ გამოვედი. თავიდან ვიფიქრე ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე იყო, მაგრამ აღმოჩნდა ჩვენი ყოფილი მოსწავლე. გამიკვირდა აქ რატომ იმყოფებიდა და არა თავის სკოლაში. ავუხსენი, რომ უნდა დაეტოვებინა სკოლის ტერიტორია, რა თქმა უნდა ძალიან მშვიდად და კორექტულად, მაგრამ არ მომისმინა არც მე და არც მანდატურს, დაიწყო სირბილი. მივხვდი, რომ უმართავი იყო პროცესი და მანდატურმა გამოიძახა პოლიცია.

რატომ მოიქცა ასე არ ვიცი, ვერ გეტყვით. დეტალები გაარკვიეთ მასთან. თქენს კითხვაზე, რომ ბავშვს ჩვენს სკოლაში უნდიდ დაბრუნება და ეს პირველი შემთხვევა არ არის სკოლაში შემოჭრის, გიპასუხებთ, რომ ჩემთვის არ არის ცნობილი. ვიცი, გადაიყვანეს სხვა სკოლაში მშობლება საკუთარი სურვილით“, –  განაცხადა იანა ჩადუნელმა.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია