ავარია მოხდა ბათუმში ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე. 60 წლამდე ასაკის ქალს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











