დღეს ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის ერთი საპატრულო პოლიციის ავტომობილი იყო.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











