fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბატონი უგულავას გუშინდელ სისაძაგლეს გამართლება არა აქვს – მიხეილ სარჯველაძე

14:19 ნოემბერი 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

“ბატონი უგულავას გუშინდელ სისაძაგლეს გამართლება არა აქვს, ეს არის ის, რაც არც ახსნას, არც გამართლებას და მეტიც, არც პატიებას ექვემდებარება, ესენი ხელმოცარული, ვერშემდგარი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც მხოლოდ ისტორიული უსამართლობის შედეგად აღზევდებიან ხოლმე. სამართლიან გარემოში მათ აქვთ ტრაგიკული ბედი”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

„ეს ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ვერაფრით ახერხებენ საზოგადოების არა თუ კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვებას, არამედ უბრალოდ ყურადღების მიქცევასაც კი. ეს ხალხი, როდესაც დასაშვები ხერხები არ კმარა, ცდილობენ ყურადღების მიქცევას დაუშვებელი მეთოდებით.

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ და ვიხილეთ ერთი ასეთი კლასიკური შემთხვევა, რომელმაც გაბედა და გაილაშქრა საკუთარ ოპონენტად აღქმულ სამართალდამცველზე, მის ოჯახსა და არასრულწლოვან შვილებზე, რაც მართლაც საგანგაშო და საყურადღებოა. ეს არის სისაძაგლე, რადგან ყველა, მისი ჩათვლით, მთელი სიცხადით ხვდება ამ საქციელის ბარბარობას და ამორალობას.

ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არაფერი იმ ნათქვამიდან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ადამიანი, ვისზეც ბატონი უგულავა საუბრობდა, არის კაცი, რომელიც არის სამართლის დამცველი ამ ქვეყანაში, სამართალდამცავ უწყებას წარმოადგენს და სწორედ სამართალია ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ეს კი აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის, ეს სამართალი, უსაფრთხოება, მშვიდობა, წინსვლა და განვითარება უგულავას მსგავს კრიმინალებს უქმნის დისკომფორტს ამ ქვეყანაში და ამიტომაც ებრძვიან ამას.

იმავე ბავშვებს მივმართავ, ასევე მათი მეგობრების გასაგონად ვამბობ, რომ თქვენ უნდა გეამაყებოდეთ, რომ ბრძანდებით სამართალდამცველის შვილები. ასე არ ფიქრობს ბატონი უგულავა, მაგრამ საბედნიეროდ ამ ქვეყნის უმრავლესობას ჯანსაღი შეხედულებები აქვს. დიახ, სამართალდამცველობა ნამდვილად პატივსაცემი საქმეა და არავის აქვს უფლება საკუთარი სიბინძურით და უწმინდურებით გასვაროს იგი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, გიგი უგულავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გლდანის ციხის თანამშრომელი გააკრიტიკა:

„ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, შვილის მეგობრებმა და კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავთ ჯალათი”, – განაცხადა უგულავამ და მოგვიანებით, უგულავამ ამ განცხადების გამო, სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა.

თეგები: მიხეილ სარჯველაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ყველა ის ფუნქცია, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დღეს ახორციელებს, შენარჩუნებული იქნება – მიხეილ სარჯველაძე

დეკემბერი 26, 2021
788
პოლიტიკა

უცნაური ინტერპრეტაციები იყო შემოთავაზებული, რომ საიდუმლო დოკუმენტებით შეიძლება შვილის განათლების ხარჯის დაფინანსება – სარჯველაძე სააკაშვილზე

დეკემბერი 3, 2021
770
პოლიტიკა

იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წელი შეიძლება, ოპოზიციური პარტიებისგან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ – მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 28, 2021
817

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია