fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება ყველა მიმართულებით – ირაკლი ღარიბაშვილი

13:37 სექტემბერი 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
774
ნახვა

ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, ქვეყანას არ ჰქონია ომი, ყველაფერი მშვიდად არის და ასე მშვიდობიანად და დემოკრატიულად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ ყოფილა შემთხვევითი და ეს სწორედ გააზრებული პოლიტიკის შედეგია.

„ეს შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელიც მოგვიტანა ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, გვაქვს დემოკრატიული მმართველობა, ეს არის რეალური დემოკრატია და არა ის ფასადური, რომელიც რამდენიმე წლის წინ – 8-9 წლის წინ იყო დამკვიდრებული ქვეყანაში. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო. მაფიოზური დაჯგუფება მართავდა ჩვენს ქვეყანას – 5-6 კაცი, რომლებიც წყვეტდნენ ჩვენი მოქალაქეების ბედს, ბიზნესმენების ბედს, თუ მათთვის მიუღებელი იქნებოდა ან არ იქნებოდა მოსაწონი, ნებისმიერ ადამიანს გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად და მათ შორის სიცოცხლის მოსპობასაც არ მოერიდებოდნენ. ჩვენ გვახსოვს და ვიცით რეალური ისტორიები – ათასობით ადამიანის დანგრეული ცხოვრება და ოჯახები და განადგურებული ბიზნესები. 300 ათასი ადამიანი 4-მილიონიან ქვეყანაში იყო პრობაციონერი, 300 ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ციხეები სავსე იყო უდანაშაულო პატიმრებით და ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი იჯდა ჩვენს საპატიმროებში. ჩვენ აქ გვესწრება ბატონი რატი ბრეგაძე და ამას წინათ, გამოსვლაში იხსენებდა, რომ 20 კვადრატულ საკანში, 30 და 30-ზე მეტი პატიმარი იყო. ამას ემატებოდა კიდევ ის არაადამიანური, არაჰუმანური, სადისტური ქმედება – წამება, გაუპატიურება, რომელიც ცხოვრების ნორმად იყო დამკვიდრებული ციხეებში და საპატიმროებში. აი, ეს იყო მეგობრებო, „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის, მათი ჯალათების და მათი მკვლელების ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, სამწუხაროდ და საუბედუროდ, დღეს ისევ ძალადობენ ეს ადამიანები.

„ისევ გამოდიან და თრგუნავენ, მუდმივ სტრესში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას, ხელოვნურად გამოგონილი ისტორიებით, თესავენ პანიკას და შიშს საზოგადოებაში, რომ არ განვითარდეს ქვეყანა, რომ ხელი შეუშალონ და შეაფერხონ, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან მტკიცედ ვხვდებით. ჩვენი ხალხი, ჩვენს გუნდთან ერთად, აუცილებლად გასცემს ძალიან ღირსეულ და მტკიცე პასუხს 2 ოქტომბერს და მათ მივუჩენთ საკადრის ადგილს, იმ ადგილს, რაც ახლა აქვთ მათ განსაზღვრული. ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი მოსახლეობა შემდგომი შეცდომებისგან. ეს განსაცდელი, რაც ჩვენ გავიარეთ ყველამ ერთად, არის მწარე გაკვეთილი, მეგობრებო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია