ბატონი შალვა უნდა დარჩენილიყო ბოლომდე, თუ უნდოდა, სრული სურათი ჰქონოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„მე გითხარით უკვე, რამდენის თქმაც საჭირო იყო. დებატები არ გვაქვს. მე ძალიან მინდა, ვთხოვო ზოგიერთი სარედაქციო პოზიციის ჟურნალისტებს, სრული პატივისცემით თქვენი პოზიციის. პოლიტიკურ თოქ-შოუში არ ვართ, რომ გამაწყვეტინოთ. კითხვა ხომ დამისვით, შეიძლება რომ მომისმინოთ? მაშინ მომისმინეთ, სრული პატივისცემით გეუბნებით.
ბატონ ნათელაშვილს თუ უნდოდა, გაეგო მთელი შეხვედრის დროს რაზე იყო ლაპარაკი, მაშინ უნდა დარჩენილიყო. მე რისი თქმაც საჭიროდ ჩავთვალე, უკვე გითხარით. ყველა თემაზე ვისაუბრე და ვთქვი, რომ იყო უმძიმესი შეხვედრა. ამაზე მეტის არაფრის თქმას არ ვაპირებ“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, შალვა ნათელაშვილმა დღეს შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ კონსულტაციებზე მედიატორმა პირველ თემად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა დააყენა.










