დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია ბავშვებსა და ორსულებში არ ჩატარდება, რადგან ამ ჯგუფებში ჯერ კლინიკური კვლევები არ დასრულებულა.
“ვაქცინაციასთან ერთად ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი სანიტარიზაცია და უარის თქმა დიდი შეკრებებზე, სასიხარულო თუ სამწუხარო მიზეზით. ჩვენ რომ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის, სულ მცირე, 60%, რადგან არცერთი ვაქცინა ჯერ არ გამოიყენება ბავშვთა ასაკში, 18 წლამდე. არის ერთი გამონაკლისი, რომელიც 16 წლიდან გამოიყენება.
იცრება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობა. ასევე, ჯერჯერობით არ არის კლინიკური კვლევები ორსულებშიც, ამიტომ, ამ ორ ჯგუფზე – ბავშვებზე და ორსულებზე თავს ვიკავებთ აცრებსგან.
მოზრდილი მოსახლეობა საქართველოში არის დაახლოებით, 3.8 მილიონი და მისი 60% არის, დაახლოებით, მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ამდენი ადამიანი წელს ავცერით, ნამდვილად ვიტყვით, რომ ქვეყანაში ეპიდემიას დავამარცხებთ.”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











