ბავშვი, რომელიც კოვიდინფიცირებულმა დედამ, 2 დღის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გააჩინა, სრულად ჯანმრთელია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ გუნუცხადა.
მისივე თქმით, პირველ PCR ტესტზე პასუხი უარყოფითია და ჩვილიც იდეალურად გრძნობს თავს.
„პირველ PCR ტესტზე პასუხი უარყოფითია, ავიღეთ კიდევ ერთი ტესტი, რომლის პასუხი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. ჩვილი თავს იდეალურად გრძნობს, არანაირი ჩივილი ან რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა მაინც ველოდებით მეორე PCR ტესტის პასუხს”,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.