„ბავშვებმა, რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები. ბავშვებმა უნდა ირბინონ, უნდა გავიდნენ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი”,- ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2”-თან განაცხადა.
“მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია“, – განაცხადა ფხაკაძემ.










