ბაზრობაზე, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მცირე ინდმეწარმეა დასაქმებული და იქ უფრო რთულია კონტროლი. ვერც ერთი ბაზრობის ადმინისტრაცია ბოლომდე ვერ დაგვარწმუნებს, რომ ამაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ასეთია მოცემულობა – ბაზრობებზე თითქმის შეუძლებელია ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ზოგადად, ბაზრობები მიჩნეულია უფრო დიდი რისკის მატარებლად. სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებისგან განსხვავებით, სადაც ადმინისტრაცია საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, ბაზრობაზე, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მცირე ინდმეწარმეა დასაქმებული და იქ უფრო რთულია კონტროლი. ვერცერთი ბაზრობის ადმინისტრაცია ბოლომდე ვერ დაგვარწმუნებს, რომ ამაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ასეთია მოცემულობა – ბაზრობებზე თითქმის შეუძლებელია ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობები არანაკლები სოციალური მნიშვნელობის მატარებელი ობიექტებია და ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმეა – ეპიდემიოლოგიურმა რისკმა გადაწონა ეკონომიკური და სოციალური მიზანშეწონილობა. ჩვენთვის უპირატესია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ვხედავდით, რომ რისკი არ არის დაბალანსებული, და ამიტომაც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თურნავამ.











