ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტს – ამის შესახებ BBC-ი იუწყება. შეწყდება ასევე ცხელი ხაზის ფუნქციონირებაც.
ამის მიზეზად სამხეთ კორეის მიერ ჩრდილოეთ კორეაში საგიტაციო მასალის გაგზავნა სახელდება.
Korean Central News Agency-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა 9 ივნისს, 12:00 საათზე გაწყვეტს კავშირს სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან, რომელიც შენარჩუნებული იყო საკომუნიკაციო ოფისის საშუალებით. შეწყდება კავშირი სამხედროებსა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორისაც.











