„ბეირუთის საავადმყოფოები დაშავებულებს ვეღარ იტევს“ – ამის შესახებ ლიბიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. აფეთქების შედეგად ბეირუთში 100-მდე ადამიანი დაიღუპა და უამრავმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან დაშავებულების მიღებას საავადმყოფოები ვეღარ ახერხებენ. ამის მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.
ამ დროის მონაცემებით ძლიერი აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3 000 დაშავდა. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.











