ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ სვეტლანა ციხანოვსკაიას, მარია კოლესნიკოვასა და კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის წინააღმდეგ ექსტრემალური დაჯგუფების ფორმირების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.











