ბელარუსში ეგზიტპოლის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იმარჯვებს.
ბელარუსის ცესკო-ს მონაცემებით, ლუკაშენკოს მხარს 80,23% უჭერს.
„ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსახლეობის 80,23%-მა მისცა ხმა, ანუ 4 მილიონ 652 ათასმა ადამიანმა“, – განაცხადა ბელარუსის ცესკო-ს ხელმძღვანელმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა 5 მილიონ 790 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.











