fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების შესახებ სუსი განცხადებას ავრცელებს

15:54 აგვისტო 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
773
ნახვა

ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმება გაფორმებულია ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებთანაც.

უწყების განცხადებით, ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა  ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა რის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა მედიის საშუალებით.
შეთანხმება  მიზნად  ისახავს  მხარეებს  შორის  თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
სახელმწიფო თავისი ინტერესების შესაბამისად ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან.
აღნიშნული საკითხის გარშემო დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია. ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში   საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს- ნათქვამია ლილუაშვილის უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ბელარუსის KGB-ს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ძალაში  შევიდა.

ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ხელშეკრულება საფრთხისშემცველია იმ ბელარუსელი აქტივისტებისთვის, რომლებიც რეჟიმს გამოექცნენ და საქართველოს შეაფარეს თავი.

თეგები: სუსი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილია დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა – სუსი

დეკემბერი 24, 2021
789
სამართალი

იგეგმება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია, სახელმწიფო შენობების ბლოკირება და გზების გადაკეტვა – სუსის საგანგებო განცხადება

ნოემბერი 6, 2021
796
სამართალი

სუსი: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს

ოქტომბერი 17, 2021
838

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია