ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აქციების დროს 3000 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, 1000 დემონსტრანტი დააპატიმრეს მინსკში.
მათივე ცნობით, გუშინ ღამით მიტინგები ბელარუსის 33 დასახლებულ პუნქტში გაიმართა.
უწყების განმარტებით, მომიტინგეთა წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი არ გამოუყენებიათ. მსხვერპლი არ არის.
ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 აგვისტოს აქციების დროს 39 სამართალდამცველი და აქციის 50 მონაწილე დაშავდა.











