ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილი ახალი კანონის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და სახელმწიფო მოხელეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება პატიმრობით დაისჯება.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ასევე, კანონი ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს შესახებ დეზინფორმაციას გაავრცელებენ.
იმ პირებს კი, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ან სახელმწიფო მოხელეეებისთვის შეურაცხყოფის გამო, სულ მცირე, ორჯერ მაინც არიან დაკავებულები, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.











