ბელგიაში, მიგრანტის გარდაცვალების გამო, გამართული აქციის 100-ზე მეტი მოქალაქე დააკევს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ავტომანქანები დააზიანეს და პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
საპროტესტო გამოსვლები გასულ შაბათს ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას უკავშირება. აქციის მონაწილეები 23 წლის გვინეიდან ჩასული მიგრანტის, იბრაჰიმ ბ.-ის მკვლელობაში პოლიციელებს ადანაშაულებენ. პროკურატურის ცნობით, ახალგაზრდა კაცი 9 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ, რაც კოვიდკლინიკა თვითნებურად დატოვა. ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.











