ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოფი ვილმესი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩემი კოვიდტესტის პასუხი დადებითია. ინფიცირება, სავარაუდოდ, ჩემს ოჯახში მოხდა“, – წერს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.











