ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი იქნება, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„შაბათს საღამოს აცრას გავიკეთებ. ვითხოვე, რომ პირველი ამცრან, რათა დავარწმუნო თანამოქალაქეები, რომ ვაქცინის გაკეთება აუცილებელია,“-აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.











