„მას შემდეგ, რაც მე მომეცა პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვების და ჩართულობის შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ არაფორმალური მმართველობის ფორმები საქართველოში არსებობს”, – ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, პარტიის დაფინანსების წყაროები გამჭვირვალეა და როცა პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდება ამის ნახვა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება.
“დაფინანსებასთან დაკავშირებით ბევრჯერ მოვისმინეთ სხვადასხვა სპეკულაცია, ერთნი გვაბრალებენ ბიძინა ივანიშვილის პროექტობას და მის მიერ დაფინანსებას, მეორე კეზერაშვილის მიერ დაფინანსებას, ეს პროცესი არის გამჭვირვალე, როცა პარტია დარეგისტრირდება და ეს პროცესი დაიწყება შემოწირულობების სახით, ყველა დაინტერესებული მხარე ნახავს ამას,”- განაცხადა ლილუაშვილმა.











