„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აკრიტიკებს. მისი თქმით კანდიდატებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყვნენ პარლამენტში.
მაგალითისთვის, უგულავა ასახელებს ბექა ოდიშარიას და ამბობს, რომ იგი ზურაბ ადეიშვილის მხარდამჭერი იყო.
„ვინმეს გაუგონია ანზორ ბოლქვაძის ხმა პარლამენტში? ადრე როცა “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა თუ 8 წლის განმავლობაში, ვინმეს გაუგონია გოჩა ენუქიძის ხმა, რომელიც ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა და ახლა ბოლო ორი მოწვევა დაპორტირდა, ჩაეწერა ასევე გაიქცევა სხა პარტიაში თუ სხვამ გაიმარჯვა.
გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში გინდა დიდი “სანაცეთიდან” აიღეთ, გინდა დიდი “საქოცეთიდან” აიღეთ, ერთადერთი კაცი ვიცი ვინც ადეიშვილის სადღეგრძელოს სვამდა მაგიდაზე შემდგარი და დღეს ეს კაცი იყო იმ 30 კაცში ერთი – ბექა ოდიშარია“, – აღნიშნა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის არის ბექა ოდიშარიაც, რომელიც გამარჯვებისთვის მთაწმინდა-კრწანისის რაიონში იბრძოლებს.











