შატილში ავარიის დროს დაშავებული პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის მეტნაკლებად სტაბილურია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც ის ამბობს, ბოლო დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით მათთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.
„ამ ეტაპზე პაციენტების ზოგადი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ ლაბორატორიული მდგომარეობის მხრივ. გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები – სამივე მათგანთან ჩვენ და მათ საბედნიეროდ გამოჩნდა რქოვანას და გუგის რეფლექსი, რაც ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ ეს არის დადებითი დინამიკა. სიცოცხლე თავის ტვინს შენარჩუნებული აქვს. ისინი ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე იმყოფებიან. სამივე მათგანთან იყო თირკმლის მწვავე უკმარისობა და ამ ეტაპზე ეს ფუნქციაც აღდგენილია. ამ ეტაპამდე ჩატარებული კვლევებით უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.
ვიმედოვნებთ, რომ ამ რთულ გზას რაც პაციენტებმა უნდა გაიარონ, გამოჯანმრთელების პირობებში ბეწვის ხიდზე, წარმატებით გავივლით მათთან ერთად“,- განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, გუშინ ერთ-ერთ პაციენტს ნაწლავის ოპერაცია ჩაუტარდა.











