fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბევრი პროვოკაცია გველოდება, მაგრამ არავის მივცეთ შესაძლებლობა ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას – გახარია

17:58 ოქტომბერი 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ  არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, ხობში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არ უნდა იყოს სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, თბილისში, ხობში, ბათუმში თუ ზუგდიდში, ყველგან უნდა იყოს თანაბარი პირობები.

„ხობი სამეგრელოს შესანიშნავი და ყველაზე ღირსეული ადამიანების კუთხეა. ხობი სამეგრელოს შუაგულია, აქ მთავრდებოდა დიდი აბრეშუმის გზა და აქედან იწყებოდა მოგზაურობა აღმოსავლეთიდან ევროპაში. ხობმა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 90იანებში ბევრი მძიმე დღე გამოიარა და ამ მძიმე დღეების დასტურია საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმი, რომელიც აქ, ხიბულაშია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს მეხსიერება ჩვენში უნდა დარჩეს და ამ მეხსიერებით უნდა შევაბიჯოთ ჩვენ ევროპაში. ეს არის ჩვენი მიზანი.

როდესაც ვსაუბრობთ გზებზე, სასმელ წყალზე, სკოლებზე, ბაღებზე, საავადმყოფოებზე, საბოლოო მიზანი არის ის, რომ საქართველოში არ უნდა იყოს სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, თბილისში, ხობში, ბათუმში თუ ზუგდიდში, ყველგან უნდა იყოს თანაბარი პირობები. ხობში, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა და ეს სკვერიც ამის ერთერთი მაგალითია, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაწყებული – ხობის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება ბოლომდეა მისაყვანი.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ხობში ასე თუ ისე სასმელი წყლით მომარაგების საკითხი მოწესრიგებულია, არ არის წყალარინების სისტემა და 2021 წელს ეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ. გასაგრძელებელია გაზიფიცირება. საქართველოს მთავრობას 2021 წელს უმთავრდება 3წლიანი გაზიფიცირების გეგმა და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ 3 წლით გავაგრძელოთ გაზიფიცირების გეგმა, რაც გაზმომარაგებით სრულად უზრუნველყოფს იმ დასახლებულ პუნქტებს და სოფლებს საქართველოში, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია გაზის მიყვანა.

ასევე არის სასმელი წყლის პრობლემები სოფლებში. მაგისტრალური გზები ასე თუ ისე წესრიგშია მოყვანილი, შიდა სასოფლო გზებიც პრობლემაა, თუმცა წინა პლანზე გადმოდის სასმელი წყალი. საირიგაციო მიმართულებითაც ბევრი რამ კეთდება და სოფლის მეურნეობის განვითარება ხობში არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება. აქ, როგორც “შეღავათიანი აგროკრედიტის”, ისე „აწარმოე საქართველოს“ სხვადასხვა პროგრამები კარგად მუშაობს, კარგად არის გამოყენებული, თუმცა შესაძლებლობები კიდევ ბევრია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გახარიამ აღნიშნა,  რომ ჭალადიდი-ფოთის გზის გარე განათების ტენდერი გამოცხადდა და უახლოეს პერიოდში ეს პროექტიც განხორციელდება.

„ჩვენ აქ ვსაუბრობდით თქვენი ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, ცოტა დროში გაგვეჭიმა, მაგრამ ჭალადიდი-ფოთის გზის, სამეგრელოსთვის ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, გზის განათების ტენდერი გამოცხადდა, აუცილებლად დავიწყებთ და უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, უამრავ სიცოცხლეს გადავარჩენთ ამით, ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ რაიონებისთვის. ეს ყველაფერი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კომფორტული, ღირსეული პირობები შევუქმნათ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ხობში და სამეგრელოში ყველგან. ეს ჩვენი მთავარი მიზანია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ კუთხეში შეეძლოთ, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება 31 ოქტომბერს.  ჩვენ ამ გამარჯვებას რა თქმა უნდა მივაღწევთ ყველა ერთად, მაგრამ ეს გამარჯვება უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეული. ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, არ მივცეთ არავის შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ამიტომ, ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას გისურვებთ ხობელებო“ – განაცხადა გახარიამ.

თეგები: გიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
805
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია