“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შელახული რეპუტაციის გამო, ოპოზიციური სპექტრის ნაწილს მათთან გაიგივება არ სურს.
“რა საკვირველია განსხვავებული მოსაზრებები იქნება იმიტომ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” იმდენად აქვს რეპუტაციული პრობლემები ქართულ პოლიტიკასა და ელექტორატში, რომ ბევრ პოლიტიკურ ძალას რა საკვირველია არ ეპიტნავება ამ შემთხვევაში გაიგივებული და ასოცირებული იყოს “ნაციონალურ მოძრაობასთან”, როგორც ძალიან ტოქსიკურ ძალასთან,” – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.










