პოლიტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბევრ ადამიანს არ მოსწონს, თუმცა უფრო მეტად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ეხატებათ გულზე. როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველოში საზოგადოება ოპოზიციას მხარში არ უდგას.
„საქართვლოში ჩვენ რევოლუციები უკვე გავიარეთ. თუ ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალები რევოლუციას ვერ მოახდენენ. თუ ქართველი ხალხი არ დაუდგა გვერდში ოპოზიციას, მაშინ ოპოზიცია პოლიტიკაში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს. დღეს ქართველი ხალხი ოპოზიციას მხარში არ უდგას, რადგან ხალხს არჩევანი არ აქვს. ბევრს არ მოსწონს ივანიშვილი, მაგრამ უფრო მეტად არ მოსწონს სააკაშვილი“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ კონგრესმენები საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლისა და დამოწმების მიზნით, სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბნენ. პარალელურად კი ტრამპის ვაშინგტონში მხარდამჭერები აქციას მართავნენ, რაც ძალადობრივ ფორმებში გადაიზარდა.











