მესმის, რომ ბევრს საშოპინგოდ უნდა წასვლა, მაგრამ ჩემს კოლეგებს ჰკითხონ, ვინც პაციენტებს უვლის,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
„შემცირების ტენდენცია ნამდვილად არის. შემთხვევების ზრდა გაჩერდა, რაც ჩვენი პირველი ამოცანა იყო და გამოჩნდა შემცირების ტენდენცია”,- განაცხადა იმნაძემ.
იმნაძე განმარტავს, რატომ გაიხსნა დახურული სავაჭრო ობიექტები და რატომ არა ღია ბაზრობები. მისი თქმით, მიზეზი ბაზრობებზე მაღალი მობილობაა.
„აქ მობილობაზეა საუბარი და პირობების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებზე, რომ პირობები მაქსიმალურად იყოს დაცული და ამის კონტროლიც იყოს შესაძლებელი. აქ არის ყველაზე ძლიერი მობილობა. ჩვენი პოზიცია იყო, რომ რაც ნაკლები იქნებოდა ეს შემსუბუქება, მით უკეთესი. 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაში რამდენი პაციენტია, იცით? სამწუხაროდ, ბევრი. უმძიმესი პაციენტები. 400- ზე მეტი ადამიანია რეანიმაციაში, ვინც აპარატზეა ჩართული”, – განაცხადა იმნაძემ.











